Senior გრაფიკული დიზაინერი
08-10-2026 - 06-11-2026

Senior გრაფიკული დიზაინერი | Digital Area

„Digital Area“ – Bank of Georgia PLC-ის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული ბიზნესპროცესების ციფრულ ტრანსფორმაციას, მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ლოიალობის ზრდას.

Digital Area აერთიანებს 5 წამყვან ბიზნესს:

  • Extra.ge – საქართველოს ყველაზე დიდი ონლაინ-მოლი 150,000-მდე პროდუქტით, სადაც მომხმარებელს შეუძლია იპოვოს დიდი თუ მცირე მაღაზიები, ისარგებლოს საუკეთესო პირობებით და მიიღოს შეკვეთა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
  • Optimo – მარაგებისა და გაყიდვების მართვის თანამედროვე სისტემა ტრადიციული საცალო ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციისთვის.
  • Fina – ბიზნესის მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, რომელიც კომპანიის მთელ საქმიანობას ერთ სანდო სისტემაში უყრის თავს.
  • Biletebi.ge – პირველი თიქეთინგ პლატფორმა საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა ტიპის ღონისძიებას აერთიანებს.
  • 500 Startup-ები (500 Global in Georgia) – აქსელერაციის პროგრამა, რომლის მიზანია რეგიონში მოქმედი ქართული და საერთაშორისო ადრეული ეტაპის სტარტაპების განვითარების დაჩქარება.

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური კონცეფციის/სტილისა და მასალების შემუშავება (როგორც ციფრული, ისე Offline არხებისთვის);
  • გუნდის სხვა დიზაინერებთან მჭიდრო თანამშრომლობა კამპანიებზე მუშაობისას;
  • Junior და Middle დიზაინერების პროფესიული მხარდაჭერა და მენტორობა;
  • ციფრული არხებისთვის საკომუნიკაციო ვიზუალების გაიდლაინების მომზადება;
  • საბეჭდი და Offline მასალების მომზადება;
  • საჭიროებისამებრ, კორპორატიულ სტილზე, ლოგოსა და ბრენდბუქის შემუშავებაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • Adobe Photoshop
  • Adobe Illustrator
  • სხვა გრაფიკული ან AI ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
  • ტოპოგრაფიასთან მუშაობის სიღრმისეული გამოცდილება;
  • მოუშენ დიზაინის საბაზისო/პრაქტიკული უნარები ჩაითვლება უპირატესობად;

 

პიროვნული უნარები:

  • შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნება;
  • რამდენიმე პროექტის ერთდროულად ეფექტიანად მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხის კონტროლი;
  • პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი.

 

რას გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას იმუშაო მასშტაბურ, ბაზარზე წამყვან ციფრულ პროდუქტებსა და პროექტებზე;
  • ინოვაციურ, დინამიკურ და მხარდამჭერ გუნდს, სადაც შენი იდეები ყოველთვის ფასდება;

 

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის გამზ. N41.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!